LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ თუ როგორ გამოიყურება მომავლის ავტოფარეხი – ლიფტითა და მინის კედლებით

107
futurecarage

ამერიკელმა არქიტექტორმა კელი უისტლერმა უდაბნოში განთავსებული ფუტურისტული ავტოფარეხის პროექტი წარადგინა. ორსართულიანი შენობა ლიფტითაა აღჭურვილი და ის ინტერიერის მთავარი ელემენტის – ელექტრონული პიკაპის GMC Hummer EV–ს გადასაადგილებლად გამოიყენება.

პროექტის ავტორის განცხადებით, მისი ფარეხი უდაბნოში მდებარეობს თუმცა სურვილის შემთხვევაში ქალაქში ინტეგრირებაც შეიძლება.

ფარეხის სტილისტიკა მთლიანად ელექტრონული Hummer–ის სტილს ემთხვევა და დეკორი გარემო პირობებს იდეალურად ერწყმის.

ნაგებობის მთავარი ნოუ–ჰაუ ეს არის მრგვალი ლიფტი, რომელიც ავტომობილის ასაწევად გამოიყენება. ჩანაფიქრის მიხედვით მეორე სართული საცხოვრებლადაა განკუთვნილი, თუმცა პროექტის ავტორის აზრით ლიფტი Hummer–ის მფლობელს ავტომობილით ტკბობის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ამბიციური პროექტი ამჟამად მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს და განხორციელდება თუ არა ის რეალურ ცხოვრებაში რთული სათქმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g