LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება „ტესლას“ სუპერდამტენი ელექტროსადგურები

137
tesla

ამერიკულმა კომპანიამ ელექტრომობილების დამტენი ახალი სადგურების პრეზენტაცია მოაწყო. V3 ტიპის სუპერდამტენები ავტომობილებს კიდევ უფრო სწრაფად დამუხტავენ და მათი მეშვეობით ელექტროქარები 120 კმ-ს სვლის მარაგის შევსებას სულ რაღაც 5 წუთში შეძლებენ.

როგორც „ტესლაში“ აზუსტებენ, ახალი დამტენებით დასაწყისისთვის ჩრდილოეთ ამერიკა მომარაგდება, ევროპა და ჩინეთი კი მათ წლის ბოლოსთვის მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას ამჟამად 12 ათასზე მეტი დამტენი სადგური აქვს აშენებული და თუკი გავითვალისწინებთ ელექტრომობილების რაოდენობას და მათი მოხმარების მაჩვენებელს, ეს ციფრი სრულებით საკმარისია. თუმცა, სადგურების უმრავლესობა შტატების ტერიტორიაზეა განთავსებული და ბრენდი მომავალში ევროპული და ჩინური ბაზრების დაპყრობასაც გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები