LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ ტესტავს Lamborghini ახალ სარბოლო ჰიპერქარს

48
lamborhinipaulrocardrace

კომპანია Lamborghini–მ ჰიპერქარი SCV12–ის დატესტვა დაასრულა და ავტომობილის დებიუტი სულ მალე გაიმართება.

მოდელი ჩვეულებრივი გზებისთვის არ არის შექმნილი და არც სარბოლო სერიების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება მხოლოდ დახურულ ტრეკებზე იქნება შესაძლებელი.

სიახლის ზუსტი სიმძლავრე არ ზუსტდება და როგორც მწარმოებელი აზუსტებს, ჰიპერქარმა ისტორიაში ყველაზე მძლავრი V12 აგრეგატი მიიღო.

6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულ ძრავს 830 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ასეთი შედეგის მიღწევა გაუმჯობესებული აეროდინამიკითაა შესაძლებელი.

ჰიპერქარის ოფიციალური პრეზენტაცია 2020 წლის ზაფხულის ბოლომდე უნდა გაიმართოს. მოდელი ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა და ყველა ეგზემპლარს იტალიაში ააწყობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g