LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორი ინტერიერი ექნება Chery–ს ფლაგმან კროსოვერს

125
chery

ჩინურმა კომპანია Chery–მ დააანონსა, თუ როგორი იქნება განახლებული კროსოვერი Tiggo 8–ს სალონი. მოდელს განცალკევებული პლანშეტი, მულტიმედიური სისტემა, სპორტული საჭე, მართვის სენსორული ბლოკი და ელექტრონული ტრანსმისია ექნება.

შვიდადგილიანი კროსოვერის განახლება დაგეგმილ საზღვრებს გასცდა და თუკი მოდელის ვიზუალური ცვლილება არც თუ ისე თვალშისაცემია, მისი ინტერიერი მთლიანად შეიცვალა.

რაც შეეხება ექსტერიერის გარდასახვას, ის – რადიატორის ახალ ბადეს, შეცვლილ წინა ბამპერს და დიოდის ფარებს გულისხმობს. ამასთან, კროსოვერმა ორიგინალური 18 დიუმიანი საბურავებიც მიიღო.

შეიცვალა ტექნიკური მახასიათებლებიც, მოდელი 1.6 TGDI Acteco ძრავით იქნება აღჭურვილი და 197 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. და ბოლოს, აგრეგატი შვიდსაფეხურიან გადაცემათა ავტომატურ კოლოფთან ერთად იმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g