LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორი იქნება განახლებული Mitsubishi Pajero Sport

112
mitsubishi-motors12

კომპანია Mitsubishi Motors-მა მოდერნიზებული ყველგანმავალის Pajero Sport-ის პირველი თიზერი გაავრცელა. ავტომობილის პრემიერა 25 ივლისისთვის, ტაილანდშია დაგეგმილი. კომპანიამ პირობა დადო, რომ სიახლე ახალ დიზაინს, უფრო მეტ კომფორტსა და ხარისხს მიიღებს.

ბოლო მასშტაბური მოდერნიზაციის შემდეგ უკვე ძალიან დიდი ხანი, დაახლოებით 4 წელი გავიდა და განახლების დროც დადგა. გავრცელებული კადრების მიხედვით, 2020 წლის მოდელი ცოტა ხნის წინ გამოსული L200-ის მსგავსი გამოვიდა. პიკაპისგან მას მასიური ბამპერი, გაფორმებული რადიატორის ბადე და ოპტიკა ერგო.

წინასწარი ინფორმაციით, ძრავის ვარიაცია თითქმის უცვლელი დარჩა. 3,0 ლიტრის მოცულობის V6 ძრავი რომელსაც 209 ცხენის ძალა აქვს, ასევე 2,4 ლიტრის ტურბოდიზელი, რომელიც 181 ცხენის ძალას ავითარებს და ბოლოს 2,5 ლიტრის დიზელი, რომელიც ძირითადად აზიურ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g