Hyundai–ს ინდურმა ოფისმა ახალი სედანის პირველი ესკიზები გამოაქვეყნა. სუბ–კომპაქტური მოდელი Aura ზომებით Solaris–ზე უფრო პატარა იქნება. ის ჰეტჩბეკის Grand i10 Nios–ის ბაზაზეა აწყობილი და ტექნიკური შიგთავსიც მსგავსი აქვს.
თავად კომპანიაში Miura–ს სტილს „სპორტული სტილისა და ფუტურიზმის შერწყმას“ უწოდებენ. ეს დიზაინი სამხრეთკორეულმა ბრენდმა პირველად ამ წლის გაზაფხულზე გამოიყენა, როცა კონცეპტი Le Fil Rouge შექმნა.

ვიზუალურად Hyundai Aura ზუსტად ისეთია, როგორ Grand i10 Nios. ადგილზე დარჩა მოცულობითი რადიატორის ბადეც, დიდად არც სალონი შეცვლილა და მულტიმედიური სისტემაც უცვლელად გადაიტანეს.
რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავს, სედანი დიზელის „ტურბოსამიანს“ მიიღებს. 1.2 ლიტრის ძრავს 75 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.
და ბოლოს, აგრეგატი მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.
