LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, ყველაზე „ღარიბული“ Mercedes-Benz CLK GTR

127
mersedecbenzgr20

ქსელში აშშ–ს ერთ–ერთ პარკინგზე გადაღებულ თვითნაკეთ „მერსედესს“ განიხილავენ. როგორც ჩანს, ვიღაცას უნიკალური CLK GTR–ის გაცოცხლება სურდა და ამისთვის ძველი E-Class გამოიყენა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არაპროფესიონალურად შესრულებული რეპლიკა დიდი ვერაფერი გამოვიდა.

თუკი ავტომობილის ვიზუალით ვიმსჯელებთ, მის შემქმნელს ბიუჯეტი განსაზღვრული და ძალიან შეზღუდული ქონდა. წინა, ისევე როგორც უკანა მხარე არაპროპორციული და გაუგებარი დეტალებით დატვირთული გამოვიდა. უკანა ფანჯარას ვერცხლისფერი დეტალები დაუმაგრეს და ეს ჩანაფიქრი ავტორს ყველაზე ცუდად შეუსრულებია.

ვითომ სუპერქარის დონორად 90–იანი წლების Mercedes-Benz E320–ის ცნობა მარტივია, პარკინგი კი სავარაუდოდ ფლორიდას შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

პოსტის კომენტატორთა აზრი ორად გაიყო, ნაწილმა ავტომობილს რეპლიკა უწოდა, ნაწილის აზრით კი მანქანა ბავშვის ნახატს უფრო გავს ვიდრე სპორტქარის თუნდაც ცუდ ვერსიას.

Mercedes-Benz AMG CLK GTR თავის დროზე მხოლოდ 26 ეგზემპლარად გამოვიდა და 2018 წელს ერთ–ერთი მოდელი აუქციონზე არც მეტი არც ნაკლები 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g