ავტომოყვარულთა საიტზე Copart გამოჩნდა უჩვეულო განცხადება, რომელშიც ავარიის შედეგად დამტვრეული Lamborghini Urus იყიდება. კროსოვერს ძარის წინა ნაწილი მთლიანად გაფუჭებული აქვს და მიუხედავად ამისა მისი ღირებულება 115 ათასი დოლარია. ეს მაშინ როცა ახალთახალი „ურუსი“ ცოტათი მეტი – 200 ათასი დოლარი ღირს. დალეწილი ავტომობილის გარბენი 1210 კილომეტრია.
როგორც საიტზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, ავარიის შემდეგ ავტომობილს უსაფრთხოების ბალიშები გაეხსნა, დაიმტვრა წინა ბამპერი, დაზიანდა კაპოტი, წინა საბურავები, ძრავი და რადიატორის ბადეც.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია საიტზე დართული არ არის.




