LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარი წელია უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს – ომის დასასრულებლად მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

80
berboki - putini

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, „შექმნილ ვითარებაში უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს“.

მისივე განმარტებით, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალა და „ნახევარი წელია უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს“.

ამასთან, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა.

mazda magti 5g