LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევრადშიშველმა მოდელებმა კანის კინოფესტივალი დაბომბეს (ფოტო)

311

ბელა ჰადიდი, ალესანდარა ამბროსიო, ირინა შეიკი, ჯორდან დანი და როუს ჰანტინგტონი ის მოდელები არიან, რომლებმაც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს. თითოეული მათგანის გამოჩენას ფოტოგრაფების მთელი არმია ელოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ წითელი ხალიჩის მთავარი გმირი ბელა ჰადიდი გახდა, რომელიც პრაქტიკულად შიშველი გამოცხადაა კანის კინოფესტივალზე. მის კაბას შეიძლება ორი ნაჭრის კომბინაცია ვუწოდოთ. ერთადერთი, რასაც ეს წითელი კაბა ფარავდა, გახლდათ მკერდი და ისიც ნაწილობრივ. კაბა წელამდე იყო შეხსნილი და მასში ჰადიდი საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდა. მოდელმა მინიმალისტური აქცენტი გააკეთა აქსესუარებზე და უარი თქვა რუჯზე. წითელ, მაგრამ უფრო მოკრძალებულ კაბაში გამოჩნდა მოდელი როუზ ჰანტინგტონი. თეთრი ფერის საღამოს კაბაში ბრწყინავდა ჯორდან დანი, შავი კლასიკური კაბა აირჩია ირინა შეიკმა, ხოლო ალესანდრა ამბროსიო ვერცხლისფერი კაბით ანათებდა წითელ ხალიჩაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები