აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედია – ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.
„ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.
