დაძაბულობაა ბოლნისში, სადას გზაზე ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.
რადიო „მარნეულის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 17 წლის ბიჭი „ავერსის” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა. როგორც რადიო „მარნეული“ იუწყება, შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მოსახლეობამ ამოატრიალა, რადგან ექიმები პირველად დახმარებას იმ მანქანის მძღოლს უწევდნენ, რომელიც არასრულწლოვნებს დაეჯახა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლნისში მობილიზებულია სპეცრაზმიც.
„ნახიდურში (არახლოში) მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ. ავარიის შედეგად გარდაცვლილია ორი არასრულწლოვანი. ნათესავები იყვნენ. ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში გადაყვანის დროს.
სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის გამო და ძალიან მძიმე ფორმებში.
ბოლნისისკენ მიმავალი გზა დაკეტილია ახლა.
ვიზიარებ გარდაცვლილი არასრულწლოვანების ოჯახების მწუხარებას და საშინელ ტრაგედიას. უმძიმესი ტკივილია!“, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
„ფორტუნა“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფრომაცია მიღებისთანავე განახლდება.
სლაიდზე ფოტო: რადიო „მარნეული“