LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

149
Untitled.pnggol

ამ წუთებში “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა მხრიდან შეხვედრას ესწრებიან ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი, მირზა ნოზაძე და მაკა სულაძე.

მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან რეგიონალური სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ასევე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები: გივი ჭიჭინაძე. ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g