LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესზე გვჭირდება კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა – პრეზიდენტი გამოწვევების დაძლევის გზებზე საუბრობს

36
რტუჯრტ

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს და ახალწვეულებს საქართველოსპრეზიდენტმა 26 მაისი მიულოცა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ნამახვანჰესის საკითხიც ახსენა.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციის, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადეობის წინ მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა ნამახვანჰესის საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა, და რაც მთავარია ერთობა, “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები დღეს, 26 მაისს 16:00 საათზე თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ, შემდეგ კი გუმათის დასახლებაში დაბრუნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები