LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამახვანი” სტრატეგიულ პროექტად რჩება და აუცილებლად განხორციელდება – ეკონომიკის მინისტრი ENKA-ს შესახებ

38
ნამახვანი

„ENKA-მ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილი დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, “ნამახვანი” საქართველოში აუცილებლად განხორციელდება.

“ჩვენთვის “ნამახვანი” სტრატეგიულ პროექტად რჩება, ამ ფორმატით თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს ხანებში გვექნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლის სექტემბერში გაწყვიტა, რასაც წინ მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტი და ინვესტორისთვის მუშაობაში ხელის შეშლა უძღოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g