„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ელოდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელის კიდევ ერთხელ გადავადებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და საფინანსო სექტორში იყო მოლოდინი, რომ ის საერთოდ არ ამოქმედებულიყო, მაგრამ გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ელოდნენ.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი“ შესაძლოა, არ ამუშავებულიყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზრდებოდა“, – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე BMG-სთან საუბრისას.
ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა - კობა გვენეტაძე
"საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების ხარჯების ფონზე ძლიერია, რაც მთლიანობაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს".
შეკითხვას – შესაძლოა თუ არა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გავლენა იქონიოს საინვესტიციო გარემოზე და საფინანსო სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ იყოს, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ასე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში, ავუხსნათ ეს ჩვენს ინვესტორებს“ , – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, 2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა.