მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც მისი შვილის სიმღერებს ნებართვის გარეშე ასრულებენ.
„იმედი მაქვს, რომ შემოქმედი ადამიანები სხვისი შემოქმედების პატივისცემას ისწავლიან… დღეს კი აქცენტს მორალურ მხარეზე გავაკეთებ… არის ემოციები და არის ეთიკა…
ჯაბას სიმღერებს რაც უფრო მეტი ადამიანი იმღერებს, ამაში გასახარელის მეტი არაფერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემთვის თხოვნითაც კი არავის მოუმართავს, რათა შესრულებაზე ნებართვა მიეღო…
სხვა დანარჩენი, დანარჩენია… ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მაგრამ გული მეტკინა“, – წერს ჯაბა ბოჯგუას დედა სოციალურ ქსელში.
იმედი მაქვს, რომ შემოქმედი ადამიანები სხვისი შემოქმედების პატივისცემას ისწავლიან….დღეს კი აქცენტს მორალურ მხარეზე…
Posted by Jaba Bojgua Manana Gvasalia on ოთხშაბათი, 13 დეკემბერი, 2023
ცნობისათვის, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, 12 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2020 წელს გარდაიცვალა.
ჯაბა ბოჯგუას დედა ემოციურ წერილს უძღვნის: „8 თებერვლის დილა იყო მაშინაც…“