LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად მჯერა რომ ყველას გვინდა კარგი ქვეყანა, მაგრამ პოლიტიკამ ხომ მაგრად იცის გონების არევა- ლევან ხურცია

223
10636143-10205220006479039-604076058870891988-n (2)

მსახიობი ლევან ხურცია მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პარლამენტარებო! ხალხის და ქვეყნის სიყვარულით ანთებულო პოლიტიკოსებო! არ გიფიქრიათ დასხდეთ იმ ცოდვის ბუნაგში, რასაც პარლამენტი ქვია (როგორც ვიცი თქვენი სამუშაო ადგილი ეგაა და არა ქუჩა) და ერთმანეთის გაკრიტიკების და შენ წადი მე უნდა ვიყოს ძახილს, ხელჩართულ ბრძოლებს, ღრიალს, გინებას და ა.შ. შეეშვათ და არა დაპირებებით, არა სიტყვებით, არამედ საქმით, სწრაფი ნაბიჯებით მიხედოთ ხალხს!! ეს არ გიფიქრიათ? არ გიფიქრიათ რომ შიდა ომი, შიდა გახლეჩილობა(ისტორია და ჩვენი წარსული,მხოლოდ ამას ამბობს) მტრის წისქვილზე ასხამს წყალს? !!

1) დააბრუნეთ ედიკას დროს,ნაცების დროს და ქოცების დროს დაკარგული ტერიტორიები!
2) გაათავისუფლეთ ტყვეები!
3) მიხედეთ დევნილებს და უსახლკაროებს!
4) შეამცირეთ ბანკის საშინელი პროცენტი!! რეგულაციებით ხალხზე მზრუნველებო!!!
5) გაზარდეთ პენსია!
6) გაზარდეთ ხელფასი ლარში , რადგან იმპორტზე აცხოვრებთ ქვეყანას და ლარი არაფერს წარმოადგენს დღეს!
7) განავითარეთ რეგიონები , რომ ხალხი გაქცევაზე არ იყოს!
გლეხს და სოფელს მიეცით რეალური მოტივაცია მუშაობისთვის! ( არ აჩუქო, დაასაქმე და მოთხოვე)
8)შექმენით ქართული წარმოება და დაასაქმეთ ხალხი, ოღონდ ხარისხის მაღალი კონტროლით! ( ევროპული სტანდარტით)
რომ საბჭოური მენტალიტეტით “გერმანულს”არ ეტრფოდეს ხალხი და
თავისი ქვეყნის წარმოებას ენდობოდეს!
9) აკრძალეთ დაუსაბუთებელი ცილისწამება საჯაროდ!
10) გამართეთ სასამართლო სისტემა ისე , რომ ხალხი სამართალს რეალურად პოულობდეს! ( გუშინ ცუდი იყო დღეს კარგი გახდა დასაშვებია ბუნებაში, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე მე არ მჯერა ამის)
11) მიხედეთ ნარკოტიკებში შვების მაძიებელ ახალგაზრდებს და არამარტო.!
მიხედეთ აზარტული თამაშებს და ასაკობრივ ზღვარს!
12) მიხედეთ უსამართლობას!!!
და ა.შ. და ა.შ !!! უი, თურმე რამდენი რამ გაქვთ გასაკეთებელი და თქვენ ერთმანეთთან კინკლაობთ? და უღირს პერფომანსებს (სიტყვა-სპექტაკლს შეურაცხოფას ვერ მივაყენებ) მართავთ. და გინდათ მჯეროდეს თქვენი??:)) გააკეთეთ ზევით ჩამოთვლილიდან, თუნდაც 30% , რამე გააკეთეთ ხ ა ლ ხ ი ს თ ვ ი ს და შემდეგ იქნებ არ იყოთ ასეთი გამაღიზიანებლები ეკრანებიდან! პ.ს. ვიდეო +კამერა ყალბ თვალებს მარტივად შიფრავს, პროფესიიდან მისწავლია, მაინც, რომ იცოდეთ. ქართველო, გენაცვალე გულში, ვისიანიც არ უნდა იყო, ნამდვილად მჯერა რომ ყველას გვინდა კარგი ქვეყანა, მაგრამ პოლიტიკამ ხომ მაგრად იცის გონების არევა…”,-წერს ლევან ხურცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g