LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი ბაღის ყვავილი – ჯეიკობ ელორდის ცეცხლოვანი ფოტოსესია The Wall Street Journal-ისთვის

116
ნამდვილი ბაღის ყვავილი - ჯეიკობ ელორდის ცეცხლოვანი ფოტოსესია The Wall Street Journal-ისთვის

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ჯეიკობ ელორდი The Wall Street Journal-ის გარეკანზე გამოჩნდა. მსახიობმა ჟურნალის ვინტაჟურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ულამაზეს ბაღშია გადაღებული და სადაც მსახიობი თავისი ახალი პერსონაჟის, მისტერ ჰიტკლიფის იმიჯს ირგებს, ახალი ფილმიდან „ქარიშხლიანი უღელტეხილი”.

ჯეიკობ ელორდმა მალე მიიპყრო ჰოლივუდის ყურადღება თავისი დამაჯერებელი თამაშითა და უნიკალური შარმით. ის ყველაზე მეტად ცნობილი გახდა პოპულარული თინეიჯერული რომანტიკული ფილმით The Kissing Booth, სადაც ნოა ფლინის როლი შეასრულა.

ფილმის შემდეგ ელორდის კარიერა სწრაფად განვითარდა, მან დაამტკიცა, რომ მხოლოდ თინეიჯერული კომედიების მსახიობი არ არის. სერიალმა „ეიფორია“, სადაც ის თამაშობს ნეიტ ჯეიკობსის რთულ და კონფლიქტურ პერსონაჟს, მსახიობს მისცა შესაძლებლობა გამოეჩინა დრამატული ტალანტი და ფსიქოლოგიური სიღრმე.

მალე ჯეიკობი გადაიქცა მოდის და კინოჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ, ის გახდა „გუჩის“, „ბულგარისა“ და სხვა ცნობილი კომპანიების სახე, ხოლო 2023 წელს ითამაშა ელვის პრესლის როლი სოფია კოპოლას ფილმში „პრისცილა“, რომელმაც მას, როგორც დრამატულ მსახიობს, საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ფოტო/ვიდეო: ჯეიკობ ელორდმა უსაზღვრო ქარიზმით ფურორი მოახდინა – 28 წლის მსახიობი „ვენეციის კინოფესტივალზე“ შარმს აფრქვევს

ჯეიკობ ელორდი ჰიტკლიფის როლში – უახლესი კადრები „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გადაღებებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები