მარგო რობიმ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა გრეტა გერვიგის ახალ ფილმზე, რომელიც ლეგენდარული თოჯინას, ბარბის ისტორიას გვიყვება. ფილმის პრემიერა ივნისში იგეგმება, იქამდე კი 32 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ჟურნალის Natural Style Magazine ფოტოსესიაში. ჟურნალი ცნობილია ბუნების წიაღში გადაღებული ლამაზი ფოტოებით.
ამჯერად მსახიობი ულამაზეს გამწვანებულ ეზოში, ჩალის სკამზე პოზირებს. რობის ფოტოებზე ღია ფერის ბუმბულებით გაფორმებული ჰაეროვანი კაბა აცვია, მსახიობს მინიმალისტურ მაკიაჟზე აქვს აქცენტი გაკეთებული.
მარგო რობიმ წითელ ხალიჩაზე უცნაური ალისფერი კაბით გაიელვა
„კიდევ ვის აქვს ასეთი ღიმილი?“ – ბრედ პიტი და მარგო რობი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე