LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი და ღირსეული ადამიანის, უნიჭიერესი მომღერლის, ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა..ალალ-მართალო ადამიანო იმიერ საქართველოში გილოცავ იუბილეს“ – ზურა დოიჯაშვილი 61 წლის გახდებოდა

275
ზურა დოიჯაშვილი

17 აგვისტო ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა.

მომღერალი დღეს 61 წლის გახდებოდა.

ზურას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ახლობლები და გულშემატკივრები ემოციური სიტყვებით ულოცავენ.

„დოიჯ, ზეციურ საქართველოში გილოცავ, თუმცა, არ მტოვებს განცდა იმისა, რომ ისევ აქ ხარ, ჩვენს გვერდით და შენი ალალ-მართალი ბუნებით, შენი უძვირფასესი მეგობრობით და დიდი ნიჭით ამქვეყნიურ სიცოცხლეს გვილამაზებ და გვიხალისებ“

„დაბადების დღეს გილოცავ,

კოლორიტო

გილოცავ იქ, სადაც ხარ“

„ეხ ზურიკო. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო კარგო ადამიანო“

„დღეს ნამდვილი და ღირსეული ადამიანის, უნიჭიერესი მომღერლის, ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღეა. ჩემო ზურა, ალალ – მართალო ადამიანო იმიერ საქართველოში გილოცავ იუბილეს. უფალმა დაგიმკვიდროს სადაც მართალნი განისვენებენ“ – წერენ სოცქსელში.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 2021 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა.

დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g