ალბათ დეტექტივების მოყვარულებს გაუხარდებათ ცნობა იმის შესახებ, რომ ბოლო დროის ყველაზე პოპულარული დეტექტიური წყვილი, აგენტები რასტი და მარტი შესაძლოა, ეკრანებზე დაბრუნდნენ.
საუბარია ცნობილი სერიალის „ნამდვილი დეტექტივის“ ახალ სეზონზე, სადაც მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი მონაწილეობენ და რომელსაც ყველა სეზონთან შედარებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველი სეზონის შემქმნელმა, ნიკ პიცოლატომ გააჟღერა, რომელიც ამბობს, რომ მას უკვე აქვს იდეა ახალ სიუჟეტთან დაკავშირებით:
„ისტორია მზად მაქვს, ახლა სცენარია გასაწერი და მალე ყველაფერი იქნება“, – ამბობს ნიკ პიცოლატო.
„ნამდვილი დეტექტივები“ ბრუნდებიან – მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ახალ კომედიაში მონაწილეობენ


