LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი პროფესიონალი იყო… ქვეყანას მრავალი ახალი სიცოცხლე მოუვლინა“ – ლანჩხუთის კოლორიტი, ცნობილი ექიმი კოტე ხოფერია გარდაიცვალა

167
კოტე ხოფერია

გურიამ და ქართულმა სამედიცინო სფერომ კიდევ ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ღირსეული პიროვნება დაკარგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, მრავალი თაობის სიცოცხლის მცველი – კოტე ხოფერია. ის წლების განმავლობაში სათავეში ედგა გინეკოლოგიურ განყოფილებას.

„ნამდვილი პროფესიონალი იყო – სამსახურში მკაცრი, პრინციპული და შეუვალი, ხოლო სამსახურს მიღმა უაღრესად თბილი, ხალისიანი და ადამიანური.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გინეკოლოგიურ განყოფილებას და ყოველდღიურად ურთულეს პასუხისმგებლობას ღირსეულად ართმევდა თავს.

მის გვერდით მუშაობდა მისი მეუღლე _ უსაყვარლესი ნატაშა ექიმი, რომლის მხარდაჭერა და ერთგულებაც მათი საერთო გზის განუყოფელი ნაწილი იყო.

ორივემ ერთად, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიული ერთგულებით, ქვეყანას მრავალი ახალი სიცოცხლე მოუვლინა

ისინი მუშაობდნენ ურთულეს დროსა და პირობებში, სადაც თითოეული გადაწყვეტილება და თითოეული ნაბიჯი უდიდეს პასუხისმგებლობას ატარებდა…“, – წერს გურია თუდეი • Guria Today ფეისბუკგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g