LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი ქალის 10 მცნება

744

თანამედროვე სამყაროში სწრაფად დამკვიდრდა ”ბიზნესქალბატონის”, ”ვამპირი ქალის” და ”ქერათმიანის” სტერეოტიპები, თუმცა სინამდვილეში, თავისი ნატურით ყველა ქალი უნიკალურია და არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავს. სწორედ ამ თემაზე მსჯელობენ ფსიქოლოგები, რომლებმაც ნამდვილი ქალის ”10 მცნება” ჩამოაყალიბეს.

ნამდვილი ქალი არ დასდევს ბედნიერებას

ბედნიერების დევნა ყველაზე პოპულარული და ამავე დროს ყველაზე უაზრო ”სპორტული ღონისძიებაა”. ჩვენ ყოველთვის რაღაცას მივსდევთ – ნათელ მომავალს, ხვალინდელ დღეს, მომავალ წელს და ა.შ. ნამდვილი ქალი კი, არასდროსაა გატაცებული სპორტის ამგვარი სახეობით, ის ყოველთვის დაფრინავს და ტკბება დღევანდელი დღით.  

აწმყო – ნამდვილი ქალის გეგმების ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პუნქტია

რა თქმა უნდა, მას აქვს მომავლის გეგმები, თუმცა არ უყვარს საკუთარი ცხოვრების ხვალისთვის გადადება. არასდროს ელოდება, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა წონაში დაკლებს, როცა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოვა ან როცა შესაფერისი დრო და ამინდი იქნება – ნამდვილი ქალი ყოველთვის აწმყოთი ცხოვრობს.

მან კარგად იცის, რომ იყო ნამდვილი ქალი დიდი პრივილეგიაა

ის აცნობიერებს, რომ ქალად დაიბადა და ამაში მხოლოდ პოზიტივს ხედავს. მან არა მარტო იცის, არამედ გრძნობს საკუთარ თავს ქალად. მისთვის ნამდვილ ქალად ყოფნა არა გამოცდა და მძიმე ტვირთია, რომელიც მთელი ცხოვბრება უნდა ზიდოს, არამედ საჩუქარი და ბედის წყალობა. ნამდვილ ქალს წინა პლანზე აქვს წამოწეული საკუთარი ქალურობა როგორც შინაგან (გრძნობა, შეგრძნება, აზრები), ისე გარეგნულ (სხეული, ტანსაცმელი, ქცევა) ასპექტებში.

ნამდვილი ქალი საკუთარი ტემპით ცხოვრობს

როცა ზანტად ცხოვრობთ, თქვენ კარგავთ რეალური ცხოვრების აღქმას, სწრაფად ცხოვრობის დროს კი, პირიქით – ვერ ასწრებთ შეიგრძნოთ ცხოვრება. ყოველ ჩვენგანს არსებობის საკუთარი ტემპი გვაქვს, ნამდვილი ქალი კი, ზუსტად გრძნობს და ყოველთვის ახერხებს ფეხი აუწყობს არჩეულ ტემპს – აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას და არაა დამოკიდებული გარემოზე. ნამდვილი ქალი იმისთვის ცხოვრობს, რომ გააკეთოს ყველაფერი რაც საჭიროა და ამავე დროს არ დაკარგოს ცხოვრების ხალისი. მის მოქმედებაში მთავარი არა უთავბოლო მოძრაობაა, არამედ ზუსტი გათვლა და გაცნობიერება იმისა, თუ რას აკეთებს და რისთვის.

ნამდვილ ქალისთვის საკუთარი თავი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ეგოისტი, უგრძნობი, გულგრილი ან ცინიკურია. უბრალოდ, მან კარგად იცის, რომ სხვებზე ზედმეტი ზრუნვის მიღმა ყოველთვის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების შიში იმალება. ის არასდროს კარგავს პირადი სივრცის შეგრძნებას, თუმცა ყოველთვის მზადაა თანადგომისთვის, დახმარებისა და სხვათა ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ნამდვილი ქალი არასდროს ამბობს ”კი”-ს, როცა ”არა”-ს თქმა უნდა, ყოველთვის ყურადღებუთ უსმენს შინაგან ხმას და ენდობა საკუთარ გრძნობებს.

ნამდვილ ქალს არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი

მისთვის სულერთია საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპები, ნაკლებად მნიშვნელოვანია რა არის ნორმალური და არა, ვინ ცხოვრობს ისე და ვინ ასე, რა არის საჭირო და რა არა. ნამდვილ ქალს საკუთარი ორიენტირები აქვს, რომლებსაც თვითონ იგონებს, თვითონვე ახორციელებს და არასდროს ინტერესდება რამდენად შეესაბამება ისინი სხვების სტანდარტებს. ის უფლებას აძლევს სხვებს გააკეთონ შეფასებები, თუმცა, კარგად იცის, რომ ყველასთვის თავის მოწონება უაზრო და შეუსრულებელი მისიაა.

ნამდვილი ქალი დიდი ხანია გამოემშვიდობა საკუთარ თავში ”კარგ გოგონას”

”კარგი გოგონა” – მშობლების სიამაყეა, რომლის ერთადერთი მიზანი სხვების კეთიოლგანწყობის მოპოვებაა, ცხოვრობს პრინციპით ”მე უნდა გავაკეთო” და არასდროს ეკითხება საკუთარ თავს სინამდვილეში რა უნდა. ნამდვილი ქალი დიდი ხანია დაემშვიდობა ”პატარა გოგონას”  და არასდროს ფიქრობს სხვების შექებისა და მოწონების დამსახურებაზე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისთვის სულერთია, როგორ შეაფასებენ გარშემომყოფები, თუმცა, დიდი ხანია არავის არაფერს აღარ უმტკიცებს საკუთარი სურვილების ხარჯზე.

ნამდვილი ქალი არასდროს ამბობს: ”როგორი მძიმე ცხოვრება მაქვს!”

ნამდვილ ქალს არასდროს უნდა ემჩნეოდეს, რომ ის ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის – დღისით და ღამით მუშაობს, შოულობს ფულს, მასზეა საშინაო მეურნეობა, უვლის ქმარს და ბავშვებს. ნამდვილი ქალი ყოველთვის მოძებნის დროს საკუთარი თავისთვის და არასდროს დაემსგავსება მსხვერპლს, რადგან იცის, რომ ცხოვრება ისეთია, როგორც თვითონ შეხედავ.

ნამდვილი ქალისთვის მარტოობა ნამდვილი საჩუქარია

მარტო დარჩენის შანსს ქალი აფასებს და ძალიან უყვარს. ის არ ცდილობს ჩაითრიოს საკუთარ ცხოვრებაში შემთხვევითი ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ არ დარჩეს საკუთარ თავთან ერთი-ერთზე. მარტო ყოფნა ძალების აღდგენის და დამშვიდების საუკეთესო საშუალებაა, რომლითაც ნამდვილი ქალი ყოველთვის სიამოვნებით სარგებლობს.

ნამდვილ ქალს უყვარს საკუთარი ასაკი!

ნამდვილი ქალი ყოველთვის რეალური ასაკით ცხოვრობს და ყველა მისი უპირატესობით სარგებლობს, არასდროს წუწუნებს: ”ჩემს ასაკში უკვე გვიანაა” ან პირიქით ”ჯერ ძალიან ადრეა”. მსგავს ფილოსოფიას მხოლოდ ის მისდევს, ვისთვისაც ასაკი საკუთარ შიშებთან ან შინაგან აკრძალვებთან შეჩვევას ნიშნავს. ნამდვილი ქალისთვის შეიძლება ყველაფერი და ნებისმიერ ასაკში, ამიტომ ის არასდროს ნანობს, რომ რაღაც ვერ მოასწრო. ეს არ ნიშნავს, რომ ქალი არ უვლის საკუთარ თავს ან არ აინტერესებს როგორ გამოიყურება. უბრალოდ, ის არ ცდილობს საკუთარი თავის ძალით გაახალგაზრდავებას და მუდმივად 20 წლის გოგონას როლის თამაშს. ნამდვილმა ქალმა იცის, რომ ყველა ასაკს თავისი სილამაზე, სექსუალურობა და ხიბლი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g