20 ივლისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” მომღერალი მაკა ზამბახიძე სტუმრობდა ახალი სიმღერის ,,გილოცავ მე შენ დაბადების დღეს!” პრემიერით.
– მაკა, როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?
– მართალია, ასობით ადამიანი აღნიშნავს ყოველდღე დაბადების დღეს და უამრავი კორპორატიული წვეულება ეწყობა, მაგრამ ნამდვილი სადღესასწაულო სიმღერა ქართულ ენაზე არასდროს გვქონია. სიმღერის შექმნის იდეა მამულიჩას ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ჩემი ბავშვობის მეგობარი მაიკო კაჭკაჭიშვილია, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში დაწერა მუსიკაც და ტექსტიც, არანჟირებაზე კი, ბორიკო შხიანმა იზრუნა. სხვათა შორის, სიმღერის ჩაწერაში მამულიჩამ და ჩემი ჯგუფის წევრმა სანდრო სახამბერიძემაც მიიღეს მონაწილეობა.
– მართალია, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ისევ ძალაშია, მაგრამ კონცერტის გამართვას ხომ არ გეგმავთ?
– რამდენიმე საღამო უკვე მოვაწვე. ამასთანავე, გრანდიოზული კონცერტი ჰქონდა ლელა წურწუმიას, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. იმედი მაქვს, ყველაფერი მოწესრიგდება და ისევ შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რადგან სხვა შემთხვევაში მუსიკოსებს ძალიან გაუჭირდებათ არსებობა.