რადიო „ფორტუნას“ „დილის სტუმარმა“, კულინარმა, გაიანე კარაპეტიანმა მსმენელს ნამდვილ სომხური პასკის რეცეპტი გაანდო.
სომხური ტოლმა საახალწლო სუფრაზე – ექსკლუზიური რეცეპტი ,,პუტკუნების” შეფ-მზარეულისგან
სომხური პასკა ყველანაირი პასკისგან განსხვავებულია, რეცეპტში კარაქიც შედის, კვერცხით, ანუ სხვა არანაირი ინგრედიენტი არ ურევია, თუმცა მომზადების სქემაა განსხვავებული და ასევე ფორმა. სამი დიდი ცომის გუნდა კეთდება, მასში ლამაზად ეხვევა ქიშმიში, შემდეგ მისგან წნული კეთდება, შუაში მრგვალი ადგილი რჩება, რათა შიგნით კვერცხები ლამაზად ჩალაგდეს.
ინგრედიენტები: 4 კვერცხი, კარაქი, 200 მგ. რძე, 100 მგ. ნაღები, 850 გრ. ფქვილი, 300 გრ. ქიშმიში, 100 მგ. ზეთი, 8 გრ. საფუარი, 5 გრამი ვანილი, ცოტა მარილი, 100 გრამი შაქარი, ლიმონის ცედრა, სომხური კონიაკი, ცოტა თაფლი.
რძე უნდა იყოს თბილსა და ცხელს შორის, მას ვამატებთ საფუარს, შემდეგ კვერცხს და ა.შ. ქიშმიში ბოლოს უნდა დავამატოთ, ეს შემდეგ, რაც 15 წუთი კარგად მოვზელთ ცომს. ბოლოს, ვაცხობთ 190 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში, ბოლოს კი თაფლი უნდა გადავუსვათ.
ყველაზე არომატული პასკის რეცეპტი ქეთი ბაქრაძისგან