საუკეთესო ოპერატორის ნომინაცია და უარი მოსკოვში ჩასვლაზე – გიორგი შველიძე კინოფესტივალ “EAST-WEST. GOLDEN ARCH”-ზე ამ ნომინაციაში უკვე წარადგინეს, თუმცა კინოცენტრის ცნობით, ოპერატორი რუსეთში არ წავა.
“არ ვთვლი, რომ ეს ფაქტი ამდენი ყურადღების ღირსია. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, უბრალოდ მგონია, რომ ვინმეს სადმე წასვლა-არწასვლაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჯობია, ენერგია და კონცერნტრაცია მივმართოთ ჩვენს გარშემო არსებული რეალური პრობლემების გადასაჭრელად- გაჭირვება,უსამართლობა,უთანასწორობა, ექპლუატაცია, გარემოს დაცვა, საკუთარი მოქალაქეების, ტერიტორიების და პოზიციის დაცვა. რეალური გმირები ჩვენს გარშემო არიან!”, – წერს ოპერატორი თავის ფეისბუკის გვერდზე.
EAST-WEST. GOLDEN ARCH 2018-2019 წლის ნიმინანტების მოკლე სია დღეს გამოქვეყნდა.
