ციფრული სამყაროს განვითარების სისწრაფემ და კონკურენციამ კომპანიები აიძულა, ონლაინ სივრცეში არსებობა მაქსიმალურად ეფექტური და მოქნილი გაეხადათ. საქართველოს ბაზარზე ამ პროცესის ერთ‑ერთი გზამკვლევია Namespace, რომლის ამოცანა ბიზნესისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გამარტივებაა. მიზანს კი, საჭირო სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრით აღწევს.
რა სერვისებს აერთიანებს Namespace?
- WordPress‑ის ჰოსტინგი – სწრაფი, უსაფრთხო და მოქნილი WordPress ჰოსტინგი თქვენზე მორგებული მართვის გარემოთი. ყველა პაკეტს მოჰყვება უფასო SSL სერტიფიკატი, ყოველდღიური სარეზერვო ასლები და 24/7 ტექნიკური დახმარება.
- დომენის სერვისები – Namespace არ შემოიფარგლება მხოლოდ დომენის რეგისტრაციით, მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ დამატებით სერვისებს, როგორებიცაა, დომენების მარკეტი, DNS-ის უფასო მართვა, დომენების ტრანსფერი, სერვისები „ჩაუსაფრდი” და „მაინც მინდა“…
- WordPress სერვისები – WP Care უზრუნველყოფს თქვენი WordPress eCommerce და ბიზნეს საიტების ოპტიმიზირებულ და უსაფრთხო მუშაობას, ხოლო WP Expert გაგიწევთ სტრატეგიულ კონსულტაციას და დაგეხმარებათ კომპლექსური პრობლემების გადაჭრაში.
- Google Workspace & Email Hosting – პროფესიონალური ბიზნესკომუნიკაცია თქვენი დომენით. საიმედო, დაცული და მარტივად სამართავი ელექტრონული ფოსტა და სამუშაო გარემო, რომელიც გუნდებს ეფექტურ კომუნიკაციასა და ყოველდღიური პროცესების ორგანიზებაში ეხმარება.
- FLink – პროდუქტი, რომელიც ქართულ e-commerce ბიზნესებს და დეველოპერებს საშუალებას აძლევს WooCommerce საიტზე ერთი წკაპით ჩააშენონ ქართული წამყვანი ბანკების გადახდები, განვადებები და განაწილებები.
WordPress საზოგადოების მხარდაჭერა
Namespace, WebIntelligence-თან ერთად, WordPress Tbilisi Meetup-ის სპონსორი და კონტრიბუტორია. ეს არის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს, დიზაინერებს და სტუდენტებს, მიზანი კი ქართული WordPress საზოგადოების, ღია კოდის კულტურისა და ციფრული განათლების განვითარებაა.
გარდა ამისა, Namespace‑ისთვის უმნიშვნელოვანესია ცოდნის გაზიარება, ამიტომაც კომპანია ბლოგზე და WordPress Georgia-ს Facebook ჯგუფში რეგულარულად აქვეყნებს ტექნიკურ რჩევებსა და ახალ ამბებს.
რატომ უნდა ავირჩიოთ Namespace?
Namespace ბიზნესებს სთავაზობს არა მხოლოდ ტექნიკურ სერვისს, არამედ პარტნიორობას. მისი მთავარი ღირებულებები – ინოვაცია, სანდოობა და მომხმარებელზე ზრუნვა – რეალურ პროდუქტებში აისახება. 24/7 მხარდაჭერა მომხმარებლებს სიმშვიდის გარანტიას აძლევს, ხოლო ახალი სერვისები და განვითარების ტემპი ასახავს კომპანიის მიზანს, ქართულ ბაზარზე პირველმა შემოიტანოს გლობალური გამოცდილება.
(R)
