სოფელ ნამოხვანში, 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 მაისამდე გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა იგეგმება.
„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.
აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.