LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების გამო, 7 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის წყლისგან დაცლა იგეგმება

85
Untitled design

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე, გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ.

სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 10 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, “ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

magti 5g