LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა დევდარიანი სააკაშვილზე: “მისი რეჟიმისგან განსხვავებით, აქ არაფერი ემუქრება, არავინ ქუჩაში არ მოკლავს და არავინ ციხეში არ მოკლავს“

83
BeFunky-collage (10)

გარკვეულ მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, არ გამოვრიცხავ, მასშტაბური აქციებით გამოსვლა მოგვიწიოს, – ამის შესახებ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ნანა დევდარიანმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რაც მეტს დაუთმობენ, მეტს მოითხოვენ და რაც მეტს დაუთმობენ იმას, რაც არ ეკუთვნით, საერთოდ ყველაფერს მოითხოვენ.

დევდარიანის თქმით, სააკაშვილს დღეს არაფერი ემუქრება.

„ქართველ ხალხს კოაბიტაცია რომ სდომოდა, 2012 წელს იმ ფესვგადგმულ „ნაციონალურ“ რეჟიმს ვერ მოვიშორებდით. ხალხს კოაბიტაცია არ უნდოდა. დღეს, ის ადამიანები, ვინც ამაში გვარწმუნებდა, რომ კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, თავისი ორგანული მოკავშირისკენ გადაბარგდნენ.

ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმს ებრძოდა და „ოცნებას“ გვერდით დაუდგა, მათ შორის, სიცოცხლის რისკის ფასად, „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა გარიყა და თავისი რიგებიდან მოიშორა. ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. სააკაშვილი კი არ არის აქ ჩამოსული სიცოცხლის რისკის ფასად?! მისი რეჟიმისგან განსხვავებით, მას აქ არაფერი არ ემუქრება, არავინ ქუჩაში არ მოკლავს და არავინ ციხეში არ მოკლავს“, – განაცხადა დევდარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g