კახა კალაძე ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სიძულვილის ენად შეაფასა.
თბილისის მერის თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენონ რამდენად მიუღებელია ეს.
კალაძის თქმით, კოსტავას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ნანა კოსტავა გადააყენეს
„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნანა კოსტავას ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დაატოვებინეს.
ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე
ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. კოსტავამ მოგვიანებით, აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა.