LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ლორთქიფანიძე: „მართალია, მე და მიშამ ერთად დიდხანს არ ვიცხოვრეთ, მაგრამ ბოლომდე შევინარჩუნეთ საუკეთესო ურთიერთობა და ახლობელ ადამიანად დარჩა…“

373
ნანა ლორთქიფანიძე და მიშა გომიაშვილი

ნანა ლორთქიფანიძე მიშა გომიაშვილთან თავის ქორწინებას ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს.

ნანა ლორთქიფანიძე: 

„მართალია, მე და მიშამ ერთად დიდხანს არ ვიცხოვრეთ, მაგრამ ბოლომდე შევინარჩუნეთ საუკეთესო ურთიერთობა და ახლობელ ადამიანად დარჩა. როგორც პიროვნება, მიშა იყო უზომოდ კეთილი, უბოროტო, გულისხმიერი, გულუხვი. სხვისი წარმატება უხაროდა, უამრავი დადებითი თვისება ჰქონდა. როგორც პროფესიონალი, შეუდარებელი არტისტი გახლდათ.

სამწუხაროა მისი უდროოდ გარდაცვალება, მხოლოდ 61 წლის იყო. სხვა რა შემიძლია გითხრათ, დიდი ტკივილი დაგვიტოვა ყველას. საბედნიეროდ, მას ბოლო წლებში ჰყავდა მშვენიერი, მოსიყვარულე მეუღლე და მასთან ბედნიერად ცხოვრობდა“.

„პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ეროვნულობით სამაგალითო იყო“ – ილია მეორე მიშა გომიაშვილზე

ჩემო მიშა, რამდენიმე საათის უკან გავიგე შენი წასვლის ამბავი.. შენ ის ბიჭი ხარ, რომელმაც ყველა დაამწუხრა – მიშა მესხი

ვიდეო: როგორ იხსენებენ მიშა გომიაშვილს ჟანრი ლოლაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი: „იცით, როგორი კაცი იყო? ვერ მოათვინიერებდი…“

ზაზა კოლელიშვილი: „მიშა წავიდა! ხათრიჯანად ძმაო, იქ თეატრი ნამდვილად არის!“

ნიკოლოზ წულუკიძე: „მშვიდობით, მეგობარო!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g