LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანატრი დღეც დადგა – სახლში წასვლა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ – ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკოს და თათულის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

428
სოფიო ხარშილაძე

გასული წლის ოქტომბერში, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულმა დებმა, 15 წლის ნიაკომ და 8 წლის თათულიმ საზოგადოება გააერთიანა, დებს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. თათულის კლინიკიდან დღეს გაწერენ.

„გიჟური თავდადების და უზომოდ დიდი სიყვარულის შედეგად 60 000 ლარი ჩავურიცხე ნიაკოს და თათულის დედას და ამ დროს ისეთი რამ მოხდა…“ – სანდრო ელოშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

სასიხარულო ინფორმაციას გოგოების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და სამედიცინო პერსონალს მადლობას საჯაროდ უხდის.

„ნიუ ჰოსპიტალი“… 2024 წლის 12 ოქტომბერი… შემოსვლის დღე… დაე ნანატრი დღეც დადგა, სახლში წასვლა -2025 წლის 8 იანვარი.

ყველაზე დასამახსოვრებელი 3 თვე, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ.

ახლა კი მოგიყვებით სასწაულ პერიოდზე, რომელიც არასდროს ამოიშლება გონებიდან. შეიძლება კლინიკა ვუწოდოთ, რეანიმაცია სასწაული გუნდი, რომელიც პირველივე წამიდან განსაკუთრებულად თავს ევლებოდა თათულის. ისე „ბალეშჩიკობდნენ“, სხვა გამოსავალი არ იყო, ისე უნდა მებრძოლა, რომ თათული მდგომარეობიდან უნდა გამომეყვანა.

ექიმების ბრძოლის შემდეგ ესეც გავაკეთე. ყოველ წამს უკეთესობისკენ მივდიოდით. ექიმების გუნდზე არაფერს ვიტყვი, ადამიანების სახით ღმერთები დაგვხვდნენ.

ექთნები – არ ვიცი, ამ საოცარ გუნდზე რა ვთქვა, არც ერთი წამი ჩამითვლია ის ფაქტი, რომ რეანიმაციაში ან თუნდა პალატების განყოფილებაში მივდიოდი. ერთი დიდი ტკბილი ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ გული მწყდება, რომ ვეწერებით, ძალიან მომენატრებით. პირობას შევასრულებ, მალე თათულის შეჯიბრზე დაგპატიჟებთ. ნიუ ჰოსპიტალს ჩვენგან დიდი მადლობა, მიყვარხართ“, – წერს სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში.

„ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა, ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების დედა

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრივით, გულთან ახლოს მიიტანდა ჩემს გასაჭირს“ – ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების დედა დედების ფონდს მადლობას უხდის

#ნიუჰოსპიტალი…2024 წლის 12 ოქტომბერი…შემოსვლის დღე..დაე ნანატრი დღეც დადგა,სახლში წასვლა #2025წლის…

Posted by სოფიო ხარშილაძე on სამშაბათი, 07 იანვარი, 2025

ამასთან, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ნიაკოს შესახებაც წერს:

„ნიაც ამ დროისთვის კარგად არის. მაგრამ ვიდეოებს და ფოტოებს არ ვდებ, მეშინია, რომ გამოვალთ თავისებურად წამეჯუჯღუნება, ვინც იცნობს ნიას, ყველამ იცით, როგორ არ უყვარს ფოტოების დადება, არც ვიდეოების. არც დედიკოს ცანცარი უყვარს, ხუმრობით. უსერიოზულესი, ძალიან დინჯი და წყნარია“, – წერს სოფიო ხარჩილაძე „ფეისბუქში“.

#ნიაკოზეც დავწერ,ნიაც ამ დროისთვის კარგად არის. მაგრამ ვიდეოებს და ფოტოებს არ ვდებ მეშინია რო გამოვალთ თავისებურად…

Posted by სოფიო ხარშილაძე on სამშაბათი, 07 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g