დღეს ცნობილი „ტოროლა“, რომელსაც ეს სატელევიზიო სახელი, შეიძლება ითქვას, „მაესტროს“ დილის ეთერიდან შემორჩა, იუბილარია. ნანიკო ხაზარაძე 49 წლის გახდა. მისი ასაკი „ფეისბუქის“ გამომწერებს შორის ნამდვილ დაბნეულობას იწვევს. არავის სჯერა, რომ ნანიკო უკვე 49 წლისაა, რადგან ის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ტელეწამყვანი დილიდან უამრავ მილოცვას იღებს, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნაც“ სიამოვნებით უერთდება.
