LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანობს, რომ მაშინ აღმოჩნდა საქართველოში, როცა შეუძლია, უკრაინას ყველაზე ეფექტიანად დაეხმაროს, მისი მდგომარეობა უცვლელად მძიმე და კრიტიკულია: ხერხეულიძე სააკაშვილზე

150
Untitled design (6)

დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.

მოგვიანებით მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კვლავ უცვლელად მძიმე და კრიტიკულია:

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელად მძიმე და კრიტიკული. მას ისევ აქვს სიცხე და წონაში ყოველდღიურად იკლებს. მორიგე ექიმი უწევს მეთვალყურეობას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

თუ გვინდა, რომ ადამიანი გადარჩეს, ერთადერთი გამოსავალია ქვეყნიდან გაყვანა და შესაბამისი მკურნალობა. საქართველოში მისი აბსოლუტური გამოჯანმრთელება შეუძლებელია”, – თქვა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძე ასევე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს და განმარტა, რომ სააკაშვილმა ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თქვა:

“მას არაერთხელ გამოუხატავს სინანული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი. ის გულისხმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომელში მონაწილეობასაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვერ ახერხებს. ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა საქართველოში, მაშინ როდესაც შეუძლია, უკრაინას ყველაზე ეფექტიანად დაეხმაროს”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

არ მახსენდება პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი მიეწვიათ, არ ვიცი მომცემს თუ არა ხელისუფლება დასწრების უფლებას: სააკაშვილი “ევროპის სახალხო პარტიამ” ყრილობაზე მიიწვია

magti 5g