ბერა ივანიშვილის მეუღლე და ბლოგერი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ნანუკა ულამაზესი ყვავილებიანი კაბით, თოვლიან გარემოში პოზირებს.
ინსტაგრამზე მან ბერა ივანიშვილთან ერთად, ნაძვის ხის ფონზე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
განსაკუთრებული აღფრთოვანება გუდავაძის ყვავილებიანმა კაბამ გამოიწვია, თუმცა ბლოგერი არ აკონკრეტებს, ვისი შექმნილი სამოსი აცვია.
ნანუკას მეუღლე ბერა ივანიშვილი კი, საახალწლოდ, მეუღლესთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად დედ-მამის სურათსაც აქვეყნებს. ფოტოზე ეკა ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილიც, ახლადშეუღლებული წყვილის მსგავსად, ნაძვისხესთან არიან გადაღებულები.