ნანუკა ჟორჟოლიანს 7 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ტიპის აქციის ჩატარება მიუღებლად მიაჩნია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს, წინა ხელისუფლებამ ბოდიში წელსაც უნდა მოიხადოს.
“რა თქმა უნდა, 7 ნოემბერს აქცია არ იქნება. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ არც მორალური უფლება გვაქვს აქციის ჩატარების და ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ბოდიშებს უნდა ვიხდიდეთ.
7 ნოემბერი საკუთარ პოლიტიკურ შეცდომად მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ აღიარა, როდესაც გადადგა.
ამიტომ, ჩემი აზრით, 7 ნოემბერი უნდა იყოს შესვენების დღე. ამ დღეს, წელსაც მოვიხადოთ ბოდიში, რაც შეეხება სხვა დღეებს, ვიბრძოლოთ”,- აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანმა ამავე ვიდეომიმართვაში, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დღეიდან, ყოველდღე შეიკრიბონ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით.
ვრცლად: