LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „აი, რამხელა ძალა აქვს თქვენს სწორ და მკაფიო პროტესტს სპორტსმენებო, რამხელა ძალა აქვს საჯარო მოხელეების გადადგომას, პროტესტს, ბიზნესის სწორ რეაქციებს! მათ ეგონათ რომ გიყიდათ! ჩვენ დავინახეთ რომ არა!“

353
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო მხარდაჭერების“, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ჟურნალისტის თქმით, დიდი ძალა აქვს სპორტსმენების მკაფიო პროტესტს, საჯარო მოხელეების გადადგომას, ისევე როგორც ბიზნესის სწორ რეაქციებს:

ვიდეო: ,,ვარჩიე სოციალურ ქსელში არაფერი დამეწერა და აქ მოვსულიყავი, შევუერთდი ამ მოვლენას და ამ პროტესტს“ – შოთა არველაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე

„ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო მხარდაჭერების. აი, რამხელა ძალა აქვს თქვენს სწორ და მკაფიო პროტესტს სპორტსმენებო. რამხელა ძალა აქვს საჯარო მოხელეების გადადგომას, პროტესტს, განცხადებებს. ბიზნესის სწორ რეაქციებს! მათ ეგონათ რომ გიყიდათ! ჩვენ დავინახეთ რომ არა!
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საქართველო აირჩიეთ და იცოდეთ, თქვენი ამაღლებული ხმით, თქვენხელა ახალგაზრდები გუშინ დაიცავით სასტიკი თავდასხმებისგან!
იცოდეთ , თქვენი სიტყვა ფარია, რომელიც აქ, ბრძოლაში მყოფ ქართველებს იცავს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„ახლა არ არსებობს შუაშიზმი, ქოცობა და ნაცობა, ახლა არის რუსობა და ქართველობა.. ახლა აი ეს ორი რაღაც არსებობს და დროზე არის ასარჩევი პოზიცია“ – დათო გორგილაძე

ბუდუ ზივზივაძე: „ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება რაც დღეს საქართველოში ხდება… საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი“

„სირცხვილია!“ – გიორგი მამარდაშვილი

ხვიჩა კვარაცხელია: „მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს“

„რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება“ – ზაზა ფაჩულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე

ნინი ბადურაშვილი: „ძალადობა დაუშვებელია განურჩევლად ნებისმიერი პროფესიისა თუ შეხედულებისა! ძირს დაგდებული ადამიანის ფეხით თელვა კი სისასტიკე და სიბოროტეა“

ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო…

Posted by Nanuka Zhorzholiani on შაბათი, 30 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g