LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „არ არსებობს, ერთი ლიდერის შემთხვევაშიც სასწაული აქ არ მოხდება – ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ბრძოლა ერთ დღეში ვერ გადაწყდება, უბრალოდ უნდა მოვემზადოთ, თბილად ჩავიცვათ და რაღაცებისთვის მზად უნდა ვიყოთ“

237
ნანუკა ჟორჟოლიანი~

„არ არსებობს ერთი ლიდერის შემთხვევაშიც და არც სხვების, სასწაული აქ არ მოხდება. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ბრძოლა ერთ დღეში, აქ ვერ გადაწყდება, უბრალოდ უნდა მოვემზადოთ, თბილად ჩავიცვათ და რაღაცებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი, რომელიც სახლში იმყოფება და იმედგაცრუებულია, „დავარწმუნოთ, რომ ადამიანების გარეშე პროცესი ვერ შედგება“:

შალვა პაპუაშვილი – „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა, დაწერონ განცხადებები – ორი გზა აქვთ: ან მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან არ დაწერონ განცხადებები და ამით დამცირდნენ

„სინამდვილეში სურათი ალბათ არის ძალიან ბევრი დაღლილი და იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ამ ადამიანებთან მუდმივი საუბარი. ჩვენი ემოციები არ განსხვავდება, ჩვენც შეიძლება გვაქვს დაღლილობა, იმედგაცრუება, მაგრამ ბრძოლა არის მნიშვნელოვანი.

რაც არ უნდა სადღეგრძელოს ჰგავდეს რასაც ახლა მე ვამბობ, ჩვენს გარეშე, ადამიანების გარეშე პროცესი ვერ შედგება, შესაბამისად, ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ კი, გასაგებია ეს პროცესი, ის რასაც გვასმენინებენ, რომ ესენი ერთ წელიწადში ჩამოიშლებიან, მაგრამ ჩვენ გარეშე ვერ ჩამოიშლებიან.

ამიტომ, ჩვენ, ვისაც შედარებით მეტი მუხტი და ენერგია გვაქვს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სახლში სხედან და მაინც უფრო მეტად იმედგაცრუებულები არიან, უნდა დავარწმუნოთ, რომ მთავარი ვართ ჩვენ, ნებისმიერ ბრძოლაში, რაც არ უნდა გრძელვადიანი, დამღლელი იყოს.

მინდა ყველას ვუთხრა: არ მაქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეს ჩვენ აქ მოვალთ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს აქვს ჯადოსნური ჯოხი [ვიცნობ ისეთს, რომელსაც აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არა, რომ ის ააფრიალოს].

„ამ ქვეყანას რაღაც ბედისწერა აქვს ასეთი, რომ ყოველდღე იბადება თითო გმირი და ეს გმირები აუცილებლად შეინარჩუნებენ ჩვენს ქვეყანას, საქართველო იყო და მუდამ იქნება“ – 9 აპრილის სიმბოლო, ნანა მახარაძე

არ არსებობს იმ ერთი ლიდერის შემთხვევაშიც და არც სხვების, სასწაული აქ არ მოხდება. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ბრძოლა ერთ დღეში, აქ ვერ გადაწყდება, უბრალოდ უნდა მოვემზადოთ, თბილად ჩავიცვათ და რაღაცებისთვის მზად უნდა ვიყოთ“. – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

"ისინი ჩვენს გარეშე ვერ ჩამოიშლებიან" | ნანუკა ჟორჟოლიანი

"ბრძოლა არის მნიშვნელოვანი, ადამიანების გარეშე ვერანაირი პროცესი ვერ შედგება… ისინი ჩვენს გარეშე ვერ ჩამოიშლებიან" | ნანუკა ჟორჟოლიანი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Sunday 24 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g