LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „დააკვირდით ბიჭები როგორ იღიმიან, გუშინაც და დღესაც, მერე შეხედეთ მოსამართლეებს, თქვენი აზრით, ვინ უფრო თავისუფალია ამ დარბაზში?!“

209
ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება.

„დააკვირდით ბიჭები როგორ იღიმიან.

გუშინაც და დღესაც.

მერე შეხედეთ მოსამართლეებს.

თქვენი აზრით, ვინ უფრო თავისუფალია ამ დარბაზში?!“ – წერს ნანუკა და ფოტოს გვიზიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g