LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ეს გადაცემა არის ამბავზე, რომელიც იწყება ბებოს სახლის აივნიდან და გრძელდება წითელ ხალიჩაზე, იტალიაში ფილმის გადაღების მოედანზე, პარიზში და გაგრძელება იქნება. გაუმარჯოს ყველა ქალს, ვისაც ეს შეუძლია“

226
ნანუკა ჟორჟოლიანი, თამო ვაშალომიძე

ტელეწამყვანი, გადაცემის „სხვა ნანუკა“ ავტორი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება პარიზში გადაღებულ ეპიზოდს, რომელიც მაყურებელმა გუშინ იხილა ეთერში.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, პარიზში მათი მასპინძელი, გადაცემის მთავარი გმირი ქალი, ბავშვობაში კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და მიუხედავად რთული პირობებისა, შეძლო საკუთარი ოცნებების განხორციელება.

„პარიზში ჩვენი გადაცემის მასპინძელი იყო გოგონა, რომელიც ბავშვობაში ოცნებობდა ბევრს, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საფრანგეთში, შანელისა და დიორის სახლებში ქარხანა იარსებებდა, რომელიც მისი სახის ხაზის წარმოებას დაიწყებდა,“ – წერს ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, გადაცემა ასახავს გზას, რომელიც იწყება „ბებიის სახლის აივნიდან“ და გრძელდება საერთაშორისო წარმატებამდე.

ვიდეო: ტომ კრუზი, კრისტენ სტიუარტი, ემა სტოუნი და უამრავი ვარსკვლავი – თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე პოზირებს

ვიდეო: როგორ აღმოჩნდა კანის კონოფესტივალზე თამო ვაშალომიძე

„ეს გადაცემა არის ამბავზე, რომელიც იწყება ბებოს სახლის აივნიდან და გრძელდება წითელ ხალიჩაზე, იტალიაში ფილმის გადაღების მოედანზე, პარიზში და გაგრძელება იქნება. გაუმარჯოს ყველა ქალს, ვისაც ეს შეუძლია“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში გადაღებული ამ გადაცემის სტუმარი იყო მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე.

„მე სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია, როცა თბილისში ჩამოვედი… ყველა ჩემი კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა, ამ ყველაფერმა ძალიან დამაკომპლექსა“ – თამო ვაშალომიძე

ისე მომეწონა პარიზით გადაფსიხებული ქოცები, მაშინ არ დავწერე წასვლის მიზეზი:)) პარიზში ჩვენი გადაცემის მასპინძელი იყო…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g