LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურორს: „ვდებ საჯარო პირობას, რომ 400 000 ლარზე მეტი, რომელიც დამიყადაღეთ, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შიათ, სწყურიათ… გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა“

387
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეჟურნალისტი, „ნანუკას ფონდის“ ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურორს მიმართავს და „ნანუკას ფონდისთვის“ ყადაღის მოხსნას სთხოვს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან წამიყენონ ბრალი – ყველაფრისთვის მზად ვარ“

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერიდან განაცხადა, ის დებს საჯარო პირობას, რომ დაყადაღებული თანხა, რომელიც 400 000 ლარზე მეტია, მოხმარდება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან და მხოლოდ იმ ადამიანებს რომლებსაც შიათ და სწყურიათ:

„პატიმრების მოვლის უფლება, პატიმრებისთვის თანხის ჩარიცხვის უფლება მე მქონდა ოფიციალურად, ასევე ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა. როდესაც მე ვყიდულობდი აირწინაღს, მე ვიცავდიო მათ ჯანმრთელობას. ლობიანებსაც ვერ ჩამთვლიან უკანონოდ – კვება წერია. შეიძლება თქვან, რომ საწვიმარი რა ქველმოქმედებაა, წვიმისგან იცავდი?

დაცლილია სამართლიანობისგან მათი ბრალი, ბრალიც არ არის, განცხადება, რომელიც გაავრცელეს.

მივმართავ გენერალურ პროკურორს, ბატონ გაბიტაშვილს, ვდებ საჯარო პირობას, არც ერთ პოლიტიკურ კონტექსტში აღარ გადავრიცხავ არც ერთ ლარს, არც ერთ თეთრს.

400 000 ლარზე მეტი, რომელიც დამიყადაღეთ და ხვალ კიდევ იქნება ჩემი ფონდის ანგარიშზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შიათ, სწყურიათ, ღია ცის ქვეშ რჩებიან და რომლებსაც ელექტროენერგიას უჭრიან.

მთელი ქვეყნის წინაშე საჯარო პირობას ვდებ, ჩემს არც ერთ თეთრის გადარიცხვას არანაირი სხვა შინაარსი არ ექნება. გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა“, – მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა გენერალურ პროკურორს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება“

❗ "მივმართავ გენერალურ პროკურორს, ვდებ საჯარო პირობას, რომ 400 ათას ლარზე მეტი, რომელიც დამიყადაღეთ და ხვალ კიდევ იქნება ჩემი ფონდის ანგარიშზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, მხოლოდ იმ ადმიანებზე, რომლებსაც შიათ, სწყურიათ… გთხოვთ, მომხსნათ ყადაღა" – ნანუკა ჟორჟოლიანი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 21 მარტი, 2025

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

გია ვოლსკი: „ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g