ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში დაიბარეს.
ამის შესახებ ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ ჯგუფ „დაიტოვეში“ წერს:
„გზის გადაკეტვაზე დამიბარეს სასამართლოში 23 იანვარს 12:00 ზე, ვის გცალიათ ადვოკატებო, გავისეირნოთ სასამართლოში
ნახეთ რა დამცველი მეყოლება Teona Kiladze“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.