LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ხვალაც და ზეგაც, როგორც კი ნებისმიერი თანამდებობის პირი, ნებისმიერი ადამიანი, გიორგი ანწუხელიძის გმირობას დააყენებს ეჭვქვეშ, გავბრაზდები და არ ვიცი რა იქნება ჩემი ბრაზის ემოცია, ამას წინასწარ ვერ გასაზღვრავ“

151
ნანუკა ჟორჟოლიანი

სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს. გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ენუქიძე მიიღებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ნანუკა ჟორჟოლიანი, უფლებადამცველებთან ერთად დაესწრო.

„ხვალაც და ზეგაც, როგორც კი ნებისმიერი თანამდებობის პირი, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ეს წარმოადგენდეს ჩემს მხარეს ან სხვა მხარეს, გიორგი ანწუხელიძის გმირობას დააყენებს ეჭვქვეშ, გავბრაზდები და არ ვიცი, რა იქნება ჩემი ბრაზის ემოცია, ამას წინასწარ ვერ გასაზღვრავ, აუცილებლად გამოვხატავ იმ ემოციას, რასაც ჩემი ბრაზი მომცემს.

აუცილებლად, ნებისმიერ პარლამენტის წევრს, რომელიც არის უმრავლესობაში და მეტყვის, რომ მასონების ხმები ესმის, მე მას დავცინებ და გავიცინებ, აუცილებლად, მაგრამ ამ ქვეყნის ე.წ პრემიერისგან განსხვავებით, არასდროს არ დავცინებ ადამიანს მენტალურ ჯანმრთელობაზე“, – თქვა სასამართლო სხდომაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ მის მიმართ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც არ უნდა განაჩენი გამოიტანონ, ვიცით, რომ რუსის მონა, ყოველთვის რუსის მონა იქნება და ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვს ქვეშ დააყენებს, ყოველთვის შევაგინებთ”,- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g