დიზაინერი ლაკო ბუკია გაზაფხული-ზაფხულის 2017 წლის კოლექციით „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგა. ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ კვირეულზე მოწვეული სტუმრები, მოდის ბლოგერები და ბაიერები. კოლექცია ასევე შეაფასეს ქართველმა ცნობილმა სახეებმა, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც საჯაროდ გამოხატა აღტაცება ლაკოს ახალი ნამუშევრების მიმართ. ნანუკა წერს: „ლაკო ბუკია, მთელი შენი კოლექცია მინდა…“
ლაკოს ახალი კოლექცია მართლაც ძალიან ორიგინალურია, პასტელური ფერებითა და საინტერესო პრინტებით გაჯერებული „ივერსაიზდ“, ანუ დიდი ზომის ნამუშევრები შეკრებილმა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.