LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მესამე პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა სამარცხვინოა და ამას ვინც არ ამბობს, ვერც თავად მიიღებს სამართლიან მართლმსაჯულებას… თემურ ჯანაშია, მიხარია რომ ადამიანად დარჩი ბოლომდე“

378
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებით, პიჯაკების საქმეზე, მესამე პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა სამარცხვინოა:

„გვერდით გადადეთ თქვენი პოლიტიკური ბრაზი და წყენა.

პიჯაკების საქმეზე, მესამე პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის სამარცხვინო და ამას ვინც არ ამბობს, ვერც თავად მიიღებს სამართლიან მართლმსაჯულებას.

თემურ ჯანაშია, შენ გაგიმარჯოს! მიხარია რომ ადამიანად დარჩი ბოლომდე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

გვერდით გადადეთ თქვენი პოლიტიკური ბრაზი და წყენა. პიჯაკების საქმეზე, მესამე პრეზიდენტისთვის 9 წლიანი პატიმრობის მისჯა…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025

ცნობისათვის, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. წარდგენილ ბრალდებაში, მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

magti 5g