“მთავარი არხი” სამი წლისაა. ზუსტად 3 წლის წინ, 2019 წლის 9 სექტემბერს, ზუსტად 9 საათზე, ეთერში პირველი “მთავარი” საინფორმაციო გამოშვება გავიდა. ტელევიზიის იუბილეს ეხმაურება ამავე არხის წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
„მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის აქ მთავარია ყველა, ვინც გიჟურ იდეას, რეკორდულ დროში, ცარიელი ხელებით შეექმნა ტელევიზია არ შეუშინდა, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ Nika Gvaramiaს.
მისთვის ეს არხი, მართლა ყველაზე მთავარია.
ნიკანდრო, ძალიან გელოდებით ❤️“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.