მზია ამაღლობელი იუბილარია.
მზია ამაღლობელს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ულოცავს.
„მზია ამაღლობელი დღეს იუბილარია.
50 წლის გახდა ციხის კედლებში და მხოლოდ იმიტომ რომ პოლიციელ კაცს, კაცს, კაცს, ლოყა ეტკინა.
თავისუფლება მზიას!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.