LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „სახლში შეუვარდნენ გურიის ყველაზე აქტიურ მოხალისეს, ლევან გეთიაშვილს, უთხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე… ხომ იქნება სრული სიგიჟე, გურიის სტიქიაზე რომ წაგვიყენონ ბრალი“

195
ნანუკა ჟორჟოლიანი

„სახლში შეუვარდნენ გურიის ყველაზე აქტიურ მოხალისეს, ლევან გეთიაშვილს. ჩოხატაურის შტაბს ხელმძღვანელობდა“, – ამის შესახებ ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება“

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი ინფორმაციით, ლევან გეთიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„ჩაუტარეს ჩხრეკა. უთხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ახლა გამორთული აქვს ტელეფონი და იმედია, მშვიდობითაა.

ხომ იქნება სრული სიგიჟე, გურიის სტიქიაზე რომ წაგვიყენონ ბრალი. მაგრამ მაინც დავწერ ამ სიგიჟე გაფიქრებასაც კი“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის“ – პროკურატურა რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებაზე

ნინო წილოსანი: „ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“

სახლში შეუვარდნენ გურიის ყველაზე აქტიურ მოხალისეს ლევან გეთიაშვილს. ჩოხატაურის შტაბს ხელმძღვანელობდა. ჩაუტარეს ჩხრეკა….

Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 17 მარტი, 2025

„ფონდების ეშინიათ და დასდევენ – ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ“ – ელენე ხოშტარია „ნანუკას ფონდის“ და ნიკა გილაურის ფონდის დაყადაღებაზე

მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: „დააშავე, ჯარიმას გადაგიხდი “, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა – სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა

ცნობისათვის, 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების განცხადებაში წერია: „ე.წ. „ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას – საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება“..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g